03 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
”მე არ ვარ შარლი, მე ვარ აჰმედი!” - ახალი კამპანია სოციალურ ქსელებში

სოციალური ქსელში ახალი კამპანია დაიწყო სათაურით – ”მე არ ვარ შარლი, მე ვარ აჰმედი!”

ინტერნეტ-მომხმარებლები ამით მხარდაჭერას უცხადებენ ”შარლი ებდოს” რედაქციაზე თავდასხმის დროს მოკლულ პოლიციელს, აჰმედ მერაბეტს.

42 წლის მერაბეტი, რომელიც მუსლიმანი იყო და რედაქციის თანამშრომელთა დაცვას ცდილობდა, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა საკონტროლო გასროლით მოკლა.

"ტვიტერის" სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერენ, რომ ”შარლი ებდომ” მუსლიმებს რწმენის გამო დასცინა, ამავე რელიგიის მიმდევარმა აჰმედ მერაბეტმა კი ჟურნალის უფლებების დასაცავად სიცოცხლე გასწირა.

დღის ამბები