02 ივნისი 2024,   19:11
ვრცლად
ზვავის ჩამოწოლის შედეგად ყაზბეგში უცხოელი მოთხილამურე დაიღუპა

ერთი ადამიანი დაიღუპა ყაზბეგში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად. გარდაცვლილი უცხოელი მოთხილამურეა, რომელიც ყაზბეგში რამდენიმე პირთან ერთად იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი ზვავის ადგილიდან ვერტმფრენით უკვე გადმოიყვანეს. შემთხვევა კობის მხარეს მოხდა.

გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი სათხილამურო ტრასაზე არ სრიალებდა. 

დღის ამბები