03 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
ვერტმფრენით ყაზბეგიდან თბილისში 64 ადამიანი გადმოიყვანეს

4 დღის განმავლობაში თოვლის ტყვეობაში ყაზბეგში ჩარჩენილი მოქალაქეების ნაწილი თბილისში გადმოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენებით სულ ყაზბეგიდან თბილისში 64 ადამიანის გადმოყვანა მოხერხდა. 

მანამდე კი ამავე ვერტმფრენებით ყაზბეგის რაიონში წამლები და საკვები პროდუქტები ჩაიტანეს.

შეგახსენებთ, რომ ჯვრის უღელტეხილიდან სტეფანწმინდის მიმართულებით გზის გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე ვერ იწყება, რადგან აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა გამოცხადებული. 

გუდაურიდან კობის მიმართულებით გზას გაწმენდითი სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. 

რაც შეეხება ამინდს, გუდაურში კვლავ თოვს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები