03 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
ავსტრალიაში მელბურნის აეროპორტი დახურეს

ავსტრალიაში მელბურნის აეროპორტი დაიხურა. ოფიციალური ინფორმაციით, ამის მიზეზი შეტყობინებაა, რომელიც სამართალდამცველებმა მიიღეს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, შეტყობინებაში ნათქვამი იყო, რომ აეროპორტი დანაღმულია. 

ამ დროისთვის აეროპორტის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი საშუალების ძებნა მიმდინარეობს.

ჟურნალისტებთან საუბარში აეროპორტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩვეულ რეჟიმში მხოლოდ ტერმინალი #1 მუშაობს.

დღის ამბები