03 ოქტომბერი 2024,   10:19
ვრცლად
სპეცოპერაცია - სროლა პარიზის მახლობლად

პარიზის მახობლად ქალაქ დარმატინში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. არსებული ინფორმაციით, თამბაქოს ქარხანაზე, სადაც 2 ტერორისტი, ძმები კოაშები, მძევლებთან ერთად იმყოფებიან, სპეცრაზმელებმა იერიში მიიტანეს. 

უცხოური მედიის ცნობით, სპეცოპერაცია მიმდინარეობს ამ წუთებში პარიზის ცენტრში, სადაც ათასობით პოლიციელი იმ ტერორისტის დაკავებას ცდილობს, რომელიც სუპერმარკეტში შეიჭრა და მძევლები აიყვანა.  

არსებული ინფორმაციით, ტერორისტს 5 მძევალი ჰყავს აყვანილი. ამავე ტერორისტმა 2 მოქალაქე მოკლა. ინფორმაციას bbc პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები