03 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
60 სოციალურად დაუცველი გურიაში უფასო სასადილოს გარეშე დატოვეს

სოციალურად დაუცველები, რომლებიც ლანჩხუთის უფასო სასადილოთი სარგებლობენ, საკვების გარეშე არიან დარჩენილი. დეკემბრის ბოლოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტენდერი გამოაცხადა და სასადილოს მუშაობა შეაჩერა, რის გამოც 60 სოციალურად დაუცველი, რომელთა შორის უმრავლესობა მოხუცები არიან, ლანჩხუთის უფასო სასადილოში საკვებს, სავარაუდოდ, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში ვეღარ მიიღებს.

სასადილომ მუშაობა წინასაახალწლოდ, წინასწარი ინფორმაციით, დაგვიანებული ტენდერის გამო შეაჩერა. ამ დრომდე არ არის გარკვეული, ვინ უნდა უზრუნველყოს უფასო სასადილოს მომარაგება.

პროცედურის მიხედვით გამარჯვებული კომპანიის გამოსავლენად 2 კვირაა საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ, შესაძლოა, სოციალურად დაუცველი მოხუცები ძველით ახალ წელსაც საკვების გარეშე შეხვდნენ.

დღის ამბები