03 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
"ჰამქარი" და საია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ

მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც თბილისის ცენტრში უნდა აშენდეს მერიისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. მუნიციპალიტეტი განმარტებებს ითხოვს სააგენტოსგან იმ ნებართვის გაცემაზე, რომელიც "ჯორჯიან ეარვეიზმა" მიიღო.

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი მშენებლობა კიდევ ერთი დავის საგანი გახდა. სააგენტოს სასამართლოში ამჯერად "თბილისის ჰამქარი" უჩივის.

მეოცე საუკუნის 50-იან წლებში აგებული შენობის ნაცვლად მრავალფუნქციური და მრავალსართულიანი კომპლექსის განთავსების ინიციატორი შ.პ.ს "ჯორჯიან ეარვეისია”. კომპანიის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, რუსთაველის 12 ნომერში სასტუმროს მშენებლიობა იგეგმება.

მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის მიზნით მიწის გამოყენების პირობის ნებართვის მიღებისთვის "ჯორჯიან ეარვეისიმა” ესკიზები თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში წარმოადგინა. იმის მიუხედავად, რომ მიწის ნაკვეთის გამოყენების ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსგან მიღებული ჰქონდა, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა  "ჯორჯიან ეარვეისს" პროექტის განხორციელებაზე უარი უთხრა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში ტერიტორიის განვითარება კანონით არ იკრძალება და დადებითი გადაწყვეტილებაც სააგენტომ ამ არგუმენტის საფუძველზე მიიღო.

"თბილისის ჰამქარი”  "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან” ერთად კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ნიკოლოზ ანთიძის, პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.

დღის ამბები