03 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
საქართველო 2015 წელს სანახავი ქვეყნების სიაში

საქართველო 2015 წელს აუცილებლად მოსანახულებელ ადგილთა შორის. The new york times -მა საკუთარ მკითხველს მომავალი წლისთვის ტურისტული დანიშნულების 52-ი ადგილი შეურჩია. მათ შორის არიან, მაიამი, კუბა, ფილადელფია და რომი.

25-ე ნომრით სიაში საქართველოა დახასიათებული. "საქართველოს აქვს ყველაფერი რაც ღვინის ტურიზმს სჭირდება: მსოფლიოში ყველაზე დიდი უწყვეტი ისტორიის მქონე მეღვინეობის ტრადიცია, როგორიცაა ღვინის დაყენება მიწისქვეშ თიხის ჭურჭელში, ასეულობით ადგილობრივი ყურძნის ჯიში, თვალწარმტაცი პეიზაჟები და ღვინის წარმოების ნატურალური მეთოდები." - წერს ნიუიორქ-თაიმსი.

სიაში ასევე მოხვდნენ, დასავლელი ტურისტისთვის ნაკლებად ნაცნობი ქალაქები და ქვეყნებიც - მაგალითად, დანანგი ვიეტნამში, ჩენგდუ ჩინეთში და ბაქოც. 

დღის ამბები