03 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
თავშესაფრები სადაც უსახლკაროები მძიმე პირობებში ცხოვრობენ

მიუსაფართა თავშესაფარში მცხოვრები ადამიანები კარვებში ჰიგიენური ნორმების დაუცველობაზე საუბრობენ.

თავშესაფარში 200-მდე ბენეფიციარი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა კვებითა და სამედიცინო მომსახურებთ კმაყოფილია, თუმცა ამბობენ, რომ ამინდის გაუარესებასთან ერთად, პრობლემები მატულობს.

თავშესაფრის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ბენეფიციარებისთვის ელემენტარული კომფორტის შესაქმნელად 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.

ზამთრის სუსხიანი ამინდების მოახლოებასთან ერთად ვითარება მძიმდება რეგიონებშიც. გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქის ბინადრებსაც.

ბევრი უსახლკარო, თავშესაფარში არსებული გაუსაძლისი პირობების გამო იქ წასვლაზე უარს ამბობს. ისინი ვერც სოციალურ დახმარებას იღებენ.

 

დღის ამბები