03 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
ველოსიპედით შემოვლილი მსოფლიო და ქველმოქმედება

დანიელე კარლეტიმ და სიმონა პერგოვამ ხანგრძლივი მოგზაურობა სამშობლოდან 6 თვის წინ დაიწყეს. დანიშნულების ადგილამდე კი 5 წელი აშორებთ. ხანგრძლივი მარშრუტის დასრულებას მსოფლიოს შემოვლის შემდეგ, კვლავ იტალიაში გეგმავენ. საქართველოში რამდენიმე დღის წინ, თურქეთიდან შემოვიდნენ.

იტალიელი წყვილი სამთო სპორტის მოყვარულია. ამიტომ მეტი ინტერესისა და ექსტრემისთვის მათი ტური ძირითადად მთის ბილიკებზე გადის. დაგეგმილი აქვთ ველოსიპედით მსოფლიოს 7 ყველაზე მაღალ უღელტეხილზე გაიარონ და ჰიმალაიმდე მივიდნენ.

სპორტული ინტერესის გარდა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას კიდევ ერთი მიზეზი აქვთ-ისინი ფულს აფრიკელი ბავშვებისთვის ველოსიპედების საყიდლად აგროვებენ.

7 ველოსიპედის ფული დანიელემ და სიმონამ 9 ქვეყნის გამოვლისას, ნახევარ წელიწადში შეაგროვეს. წინ კიდევ მთელი აზიაა, რომლის გავლაც ზამთარში მოუწევთ. 

დღის ამბები