03 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
ყაზბეგში ჩარჩენილი პირების გადმოსაყვანად ვერტმფრენით სპეციალური რეისები სრულდება

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით ყაზბეგიდან 200-ზე მეტი ტურისტი და მგზავრი ანანურში გადაიყვანეს. ისინი დიდთოვლობის გამო რამდენიმე დღის განმავლობაში იყვნენ ჩარჩენილები და გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. მათ გადმოსაყვანად ვერტმფრენებმა 10-ზე მეტი რეისი განახორციელეს. ანანურიდან ტრანსპორტირებას კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ვაჟა ჩოხელის თქმით დღესვე მოხდება ხევსურეთიდან ერთი ადგილობრივის დედქალაქში გადმოყვანა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები