03 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
პარიზში მოხდარი ტერაქტი-საფთხეები და მისი გამომწვევი მიზეზები

პარიზში მომხდარი ტერაქტი იმდენად შემზარავი აღმოჩნდა, რომ შემთხვევამ ყველას 11 სექტემბერი გაახსენა. ჟურნალ შარლი ებდოს რედაქციაზე თავდასხმა და მანჰეტენზე ტყუპების აფეთქება ერთმანეთს შეადარეს. ბოლო მოვლენამ მსოფლიო კიდევ ერთხელ დააფიქრა იმაზე, თუ რატომ მომრავლდა ისლამიზმის რადიკალური გამოვლინებები. ისტორიკოსები და თეოლოგები მიიჩნევენ, რომ ამის მიზეზი კომპლექსურია და რელიგიურის გარდა, სოციალურ და კულტურულ საფუძვლებსაც მოიცავს.

თეოლოგების შეფასებით აუცილებელია რელიგიის გამიჯვნა მის საფუძველზე შექმნილი ექსტრემისტული მოძრაობისგან. მათ მიაჩნიათ, რომ თუნდაც ყველაზე მშვიდობიანი რელიგიური მოძღვრების არასწორი ინტერპრეტაცია რადიკალიზმისთვის კარგ საფუძველს ქმნის.

მუსლიმების დიდი ნიაწილისთვისაც, მათი რელიგიის რადიკალური გამოხატულებები მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. მომხდარს პირველივე გაემიჯნა საქართველოს მუსლიმთა მუფთი.

ისლამიზმის, როგორც მონოთეისტურ რელიგიის, ზნეობრივ პრინციპებზე ლაპარაკობენ სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებიც. მათთვის შურისძიება მიუღებელია, თუმცა არც რწმენისა და მათი ღირებულებების შეურაცხყოფას ემხრობიან.

ევროპული მედია, მომხდარი თავდასხმების შემდეგ, კიდევ ერთ პრობლემაზე - ანტი ისლამური განწყობის ზრდაზე წერს, რაც მათი შეფასებით უარყოფითად აისახება კანონმორჩილ და ზომიერ მუსლიმ მორწმუნეებზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები