03 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
5 ათასზე მეტი პოლიციელი და სამხედრო პარიზში მსვლელობის დასაცავად

საფრანგეთის შსს მინისტრი ბერნარდ კაზნევი აცხადებს, რომ ქვეყნის დასაცავად ყველა აუცილებელი ზომები მიღებულია.

როგორც ბერნარდ კაზნევმა აღნიშნა საფრანგეთი მომდევნო რამდენიმე კვირის მანძილზე განსაკუთრებულ სიფხიზლეს გამოიჩენს. მან პირობა დადო, რომ ხვალ დაგეგმილი მსვლელობის დროს განსაკუთრებული ზომების დაცვით იქნება უსაფრთხოება დაცული. კაზნევის თქმით ამისათვის 5 ათას 500-ზე მეტი პოლიციელი და სამხედროა მობილიზებული. 

როგორც ქვეყნის შს მინისტრმა განმარტა  700 ათასამდე ადამიანმა უკვე მიაგო პატივი ტერაქტის შედეგად დაღუპულ პირებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები