20 მაისი 2024,   10:10
ვრცლად
მე არავისი გამოსაყენებელი იარაღი არ ვიქნები პოლიტიკური მიზნებისთვის - დაზარალებული მეგი ფალელიშვილი

„თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ,“ - ეს განცხადება გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულმა, მეგი ფალელაშვილმა, მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან გაკეთებულ გამონათქვამებზე გააკეთა.

მისი თქმით, მან თავის დროზე ხმა ქართულ ოცნებას მისცა და დღეს ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

„მე არავისი გამოსაყენებელი იარაღი არ ვიქნები პოლიტიკური მიზნებისთვის იმიტომ, რომ მე ვთვლი თავს სრულუფლებიან მოქალაქედ და მოაზროვნე ადამიანად,“ - განაცხადა მეგი ფალელაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ თვითღირებულებით დაახლოებით 75 000 ლარი დაკარგა, რაც მოგებასთან ერთად ბევრად მეტი იქნებოდა.

მეგი ფალელაშვილმა განმარტა, რომ ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად არამხოლოდ მოვაჭრეები, არამედ კიდევ არაერთი ადამიანი დარჩა უმუშევარი.

„ჩემთვის 10 000 ლარიც არაფერია, მაგრამ რომ დამიდგები გვერდზე და მეტყვი, რომ მე მეტი არ შემიძლია, მაგრამ, როგორც მოქალაქეს, პატივს გცემ, ეს არის მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა მეგი ფალელიშვილმა.

ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულები ასევე აღნიშნავენ, რომ კრედიტები აქვთ გამოტანილი ბანკებიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან. ისინი ვალების გადახდის გადავადებას ითხოვენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები