20 მაისი 2024,   10:23
ვრცლად
მაშინ ხალხის ხმა სჭირდებოდა, უნდოდა, საქართველოს თავზე მოსჯდომოდა, ახლა ხალხი ფეხებზე დაიკიდა - ალეკო ელისაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი, 2012 წელს, წინასაარჩევნოდ მომხდარ წყალდიდობას იხსენებს, რომლის შემდეგაც ბიძინა ივანიშვილმა ადგილობრივების დასახმარებლად დიდი ოდენობით ფული დაკარგა. მან ის სიტუაცია ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგებს შეადარა.

„მაშინ ხალხის ხმა ხომ სჭირდებოდა იმიტომ, რომ არჩევნებში უნდოდა გამარჯვება და უნდოდა, საქართველოს თავზე მოსჯდომოდა. ახლა ხალხი ფეხებზე დაიკიდა, ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის, ბიძინა ივანიშვილმაც და მას რომ მისჩერებია, მთელმა ქართულმა ოცნებამაც,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ის აღნიშნავს, რომ დაზარალებულების დასახმარებლად ხელისუფლებას სპეციალური ფონდი აქვს, რომელიც ადამიანების დასახმარებლად ვალდებულია, რომ გამოიყენოს.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, საკრებულოს უმრავლესობისა და მერიის წევრები ოპოზიციის წევრებს დაზარალებულებთან შეხვედრებს განზრახ არ ასწრებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები