20 მაისი 2024,   10:24
ვრცლად
ერთი ხომ აქცევდა და ახლა ორი მთლად აქცევს - ალეკო ელისაშვილი P.S-ში გასულ სიუჟეტს ეხმაურება

"ერთი ხომ აქცევდა და ახლა ორი მთლად აქცევს,“ - საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი, გადაცემა არჩევანში კვირას P.S-ში გასულ სიუჟეტს ეხმაურება, სადაც დავით ნარმანიას ძმას, ირაკლი ნარმანიას, შესახებ იყო საუბარი.

ალეკო ელისაშვილის თქმით, დავით ნარმანიას ძმაც და მეორე ირაკლი ნარმანიაც, რომელმაც ასევე "ჯოჯოხეთად უქცია ცხოვრება" ბარნოვის 77-ის მაცხოვრებებლებს, მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ სწორედ მერიის ხელშეწყობით.    

„ირაკლი ნარმანია არის დავით ნარმანიას ძმა, რომელმაც ჯოჯოხეთად უქცია ცხოვრება ბოჭორიშვილის 15 ნომერში, გლდანში და კუტუზოვის 5 ნომერში ერთ-ერთ სადაზღვეო კომპანიას და მესამე, ხალხი მოვიდა ჩემთან, ბარნოვის 77-დან, ირაკლი ნარმანია არისო არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელი. დოკუმენტებში აღმოჩნდა, რომ სხვა ირაკლი ნარმანია. იმანაც ჯოჯოხეთად უქცია და ქილიკობენ ახლა ოცნების მხარდამჭერები. მიდით ბარნოვის 77-ში და გლდანში, რა უქნეს. თავზე 11-სართულიანი სახლი დაადგეს. ჯერ მიდით და მერე იქილიკეთ, ორია თუ სამია. ერთი ხომ აქცევდა და ახლა ორი მთლად აქცევს. ორი დარდი აქვთ. ერთი, რომ ფული იშოვონ და თან ისე, რომ ბიძინა ივანიშვილი არ გაუბრაზდეთ,“ - ამბობს ელისაშვილი. 

დღის ამბები