20 მაისი 2024,   10:47
ვრცლად
ასეთი, რაც არის ნარმანია, არაფერი არ უნახავს ამ ქალაქს - ალეკო ელისაშვილი 

მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის მილიონიანი ქონების გადაცემის შესახებ გადაცემა არჩევანში დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ საქმე არის კორუფციულ გარიგებასთან. 

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც ზედმიწევნით დადასტურდა, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ სქემასთან. ერთი მილიონი და კიდევ უფრო მეტი ამოგვიღეს ყველას ჯიბიდან, როცა დასჭირდათ, ისე გააჩინეს ის მილიონი და ჩაუკუჭეს ადამიანს, რომელსაც არანაირად არ ეკუთვნოდა ის მიწის ნაკვეთი. ძალიან დაფაცურდნენ და მოინდომეს იმიტომ, რომ პოლიტიკური ინტერესი ჰქონდათ იმიტომ, რომ იმ მოსამართლის მოსყიდვა სჭირდებოდათ,“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

მისი თქმით, ამ კორუფციულ საქმეში თბილისის მერის ჩათვლით, ყველა ჩართულია. ალეკო ელისაშვილის აზრით, დავით ნარმანიას საკრებულოში მისვლა ეშინია.

„თუ ჩვენ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და, თუ ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ნორმალურ სახელმწიფოში გვინდა რომ ვიცხოვროთ, მაშინ ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი, მერიის, მთავრობის და ა.შ. უნდა რეგულირდებოდეს კანონით და წესით,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, დავთ ნარმანია არის ანგარიშვალდებული საკრებულოს წინაშე.

„ნარმანია საცოდაობა, მერობა რომ ჰქვია, სამი წლის განმავლობაში არის ყველაზე უხერხული შოუ თბილისის არსებობის ისტორიაში. ვინ არ გვინახავს, დამპყრობელი ამირები, მონღოლები, მექრთამე მერი, უნიათო მაგრამ ასეთი, რაც არის ნარმანია,  არაფერი არ უნახავს ამ ქალაქს,“ - ამბობს ელისაშვილი.

დღის ამბები