03 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
"მე შემძრა საქართველოს მხარდაჭერამ"-რენო სალენი

საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სანდო მოკავშირეა ტერორიზმთან ბრძოლაში - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, რენო სალენმა ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, დღეს ყველას ესმის, რომ სამიზნე დემოკრატია, ტოლერანტობა და თავისუფლებაა და ამიტომ ეს საკითხი საყოველთაო პრობლემა გახდა.

„ჩემზე ძალიან იმოქმედა კამპანიამ, სახელწოდებით „მე ვარ შარლი“, მათ შორის საქართველოშიც. მე შემძრა საქართველოს მხარდაჭერამ, საელჩოში მოვიდა პრეზიდენტი, მინისტრები. რიგიდან მესიჯი მომწერა თამრიკო ბერუჩაშვილმა. ძალიან ბევრი მესიჯი მივიღე მთავრობისგან, ოპოზიციისგან, ევროპული საზოგადოებისგან და რიგითი მოქალაქეებისგან.

საქართველომ აჩვენა კავშირი დემოკრატიასთან, სიტყვის თავისუფლებასთან და ტოლერანტობასთან. საფრანგეთი თანამშრომლობს საქართველოსთან კონტრ-ტერორისტულ საქმიანობაში“-განაცხადა რენო სალენმა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები