03 ოქტომბერი 2024,   10:19
ვრცლად
რა ხდება პარიზში - კადრები რესპუბლიკის მოედნიდან [ფოტო - ვიდეო]

პარიზში მილიონიანი მარშისთვის ემზადებიან. მოქალაქეები ამ წუთებში პარიზის რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან. მსვლელობა კი თბილისის დროით 18:00 სააათზე დაიწყება და ის რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება. 

3 კილომეტრს მილიონი ადამიანი ფეხით გაივლის რესპუბლიკის მოედანზე დაწყებული მარში კი ეროვნულ მოედანზე დასრულდება. 

პარალალურად ამ წუთებში ელისეის სასახლეში მსოფლიოს სახვადასხვა ქვეყნის დელეგაციები იკრიბებიან. სტუმრებს სასახლესთან საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი პირადად ხვდება. 

ელისეის სასახლეში უკვე მივიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. იგი მილიონიან მარშში სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. 

ამავე თემაზე
დღის ამბები