02 ივნისი 2024,   19:08
ვრცლად
შოთა პაკელიანის ადვოკატი დაკავებულის ცემისთვის სამართალდამცველების პასუხისმგებლობას ითხოვს

შოთა პაკელიანის ადვოკატი დაკავებულის ცემისთვის სამართალდამცველების პასუხისმგებლობას ითხოვს. შოთა პაკელიანის ადვოკატის, მოძრაობა თეთრი ხმაურის აქტივისტის, გიორგი მახარაძის მტკიცებით, ისანი-სამგორის პოლიციის მეშვიდე განყოფილების თანამშრომლები ახალგაზრდა მამაკაცს დააკავების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის გამოც, ის 4 დღის განმავლობაში უგონო მდგომარებაში იმყოფებოდა.

„მოთხოვნა ის არის, რომ საქმე იქნას სრულყოფილად გამოძიებული, დაისაჯოს ყველა დამნაშავე პირი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ღირსების შემლახველ, არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში,“ - განაცხადა გიორგი მახარაძემ.

ადვოკატები აპირებენ, რომ მიმართონ სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვონ გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, აღმკვეთი ღონისძიების შესახებ, რომელიც სასამართლომ გუშინ მიიღო. 

ადვოკატი დღეს პაკელიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდებულ 50 დღიან წინასწარ პატიმრობასაც გაასაჩივრებს.

ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახი პოლიციას ნარკოტიკული საშუალების ჩადებასა და სასტიკ ცემაში ადანაშაულებს. 

დღის ამბები