03 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
„ეს იყო ძალიან მძიმე დღეები,“- France 24-ის ქართველი ჟუნრალისტი

„ეს იყო ძალიან მძიმე დღეები ჩემ ცხოვრებაში,“- ასე იხსენებს France 24-ის ქართველი ჟურნალისტი ქეთევან გორჯისტანი.

ქეთევან გორჯისტანი აცხადებს რომ ის რაც პარისზში მოხდა არ არის მხოლოდ საფრანგეთის პრობლემა. გორჯისტანს მიაჩნია რომ ტერორისტებმა თავდასხმა ჟუნრალისტებზე და თავისუფალ მედიაზე მიიტანეს.

France 24-ის ქართველი ჟუნრალისტი იმ დღესაც იხსენებს როდესაც გამოცემა Charlie Ebdo-ს ოფისში ტერორისტული აქტი მოხდა.

ქეთევან გორჯისტანის განცხადებით მან და მისმა კოლეგებმა მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაიგეს გამოცემაში განვითარებული მოვლენების შესახებ.

„ერთად ვიყავით რამდენიმე მეგობარი. ჩვენგან ერთ-ერთს მოუვიდა SMS-ი სადაც ჩვენი კოლეგა იუწყებოდა რომ გამოცემაში მყოფი 12 ადამიანი მოკლეს. ეს ძალიან მძიმე იყო. ამას გარდა ძალიან მძიმე იყო მოვლენები რაც ამის შემდეგ მოხდა,“- აცხადებს ქეთევან გორჯისტანი. 

გორჯისტანი ფიქრობს რომ ერთიანობის მარშში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია და მასში ყველა იმ ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ვინც მხარს უჭერს სიტყვის თავისუფლებას. 

ამავე თემაზე
დღის ამბები