03 ოქტომბერი 2024,   10:19
ვრცლად
„ერთიანობის მარში ტერორიზმის წინააღმდეგ,“ - ანანო ბაკურაძე „კურიერის“ პირდაპირ ეთერში

„ერთიანობის მარში ტერორიზმის წინააღმდეგ,“- ეს განცხადება საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა ჟურნალისტმა ანანო ბაკურაძე „კურიერის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ბაკურაძე პარიზში უკვე წლებია ჟუნრალისტად მუშაობს. მისი თქმით, საფრანგეთში იყო, არის და იქნება სიტყვის თავისუფლება. ბაკურაძემ აღნიშნა, რომ ძმები კოაშები თავს დაესხნენ არა მხოლოდ „შარლი ებდოს“ რედაქციას, არამედ მათ დარტყმა მიაყენეს თავისუფალ სიტყვას.

„კურიერის“ პირდაპირ ეთერში, რომელიც პარიზიდან მიმდინარეობს, ბაკურაძემ განაცხადა, რომ მსოფლიო დღეს ერთიანია ტერორიზმის წინააღმდეგ.

ბაკურაძის თქმით, იმას რაც პარიზში მოხდა, არ ჰქონდა რელიგიური ნიადაგი და ეს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ფანატიზმის შედეგია.

„საფრანგეთში სხვადასხვა რელიგიის ადამიანი ცხოვრობს და ჩვენ თავისუფლად ვურთიერთობთ ერთმანეთთან, ეს ტერორისტული აქტი კი ჩვენ მეგობრობას წინ ვერ აღუდგება. რადგან ეს არ იყო რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილი ბოროტება,“- აცხადებს ბაკურაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები