03 ოქტომბერი 2024,   10:19
ვრცლად
„ეს იყო შეტევა სიტყვის თავისუფლებაზე, ადამიანის ფუნდამენტურ თავისუფლებაზე" - მაია ფანჯიკიძე

„ეს იყო შეტევა სიტყვის თავისუფლებაზე, ადამიანის ფუნდამენტურ თავისუფლებაზე და საჭიროა მთელი მსოფლიო სოლიდარობა. ჩვენ ვართ ფრანგი ხალხის სოლიდარულები, სიმპატიით ვართ განწყობილი ფრანგების მიმართ, თავისუფალი ქვეყნის მიმართ“, - ეს განცხადება ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში ცოტა ხნის წინ გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა ყველა ქვეყანაში, მაგრამ უსაფრთხოებაც ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ფანჯიკიძემ განაცხადა, ამ თემაზე დისკუსია დაწყებულია და მასში საქართველოც უნდა ჩაერთოს.

„ევროპულმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს ჰქონდეთ მეტი კოორდინაცია და ინფორმაციის გაცვლა სპეცსამსახურებს შორის. ეს არის ზოგადად თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ მიმართული აქტი. ამაში ერთიანი უნდა იყვნენ ევროპის ქვეყნები და საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში“, - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს მიაჩნია, რომ სწორი ბალანსის მოძებნა უსაფრთხოების ზომებსა და ადამიანის სხვა უფლებების დაცვას შორის, იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშე დგანან მსოფლიოს ქვეყნები და მათ შორის საქართველოც.

ამავე თემაზე
დღის ამბები