03 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
"სიტყვის თავისუფლებას აქვს საზღვრები," - მაია ფანჯიკიძე

„ჟურნალისტების პროფესიონალიზმი განსაზღვრავს სიტყვის თავისუფლების საზღვრებს,“ - ასე უპასუხა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ „კურიერის“ წამყვანის შეკითხვას სიტყვის თავისუფლების საზღვრის არსებობის  შესახებ.

ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ სიტყვის თავისუფლებას აქვს საზღვრები და ამ საზღვრების დაცვაში ჟურნალისტებს პროფესიონალიზმი ეხმარება.

მაია ფანჯიკიძე განმარტავს, რომ არავის აქვს უფლება შეურაცხოფა მიაყენოს, ან ცილი დასწამოს ვინმეს.

„თვითცენზურაა მნიშვნელოვანი და არა - ცენზურა. ჟურნალისტს პროფესიონალიზმი კარნახობს ამ საზღვრებს, რომ არ გადავიდეს ცილისწამებაში, შეურაცხყოფაში და სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობაში,“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.

მან ასევე ისაუბრა „შარლი ებდოზე“ განხორციელებული ტერაქტის შესაძლო მიზეზებზე და აღნიშნა, რომ ეს ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ერთი კარიკატურა.

ფანჯიკიძის თქმით, ტერორისტები იყვნენ საფრანგეთის მოქალაქეები, მაგრამ მათი ინტეგრაცია ვერ მოხდა იმ ქვეყანაში. ყოფილი მინისტრის განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა არსებობს და ისინი ძირეულად არის გამოსაკვლევი.  

ამავე თემაზე
დღის ამბები