03 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
„Charlie Hebdo-ს გამოხატვის თავისუფლება ეთიკურად უნდა შეზღუდულიყო და არა კალაშნიკოვით"-თამარ გურჩიანი

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი თამარ გურჩიანი საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებს აჯამემს. მას მიაჩნია, რომ აბსოლიტური გამოხატვის თავისუფლება არ არსებობს და მისი შეზღუდვა ყოველთვის ხდება, თუმცა არა იარაღით.

„გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს სარკაზმსაც, დაცინვასაც და ეს ნორმალურია, თუმცა "Charlie hebdo"  არა მხოლოდ რელიგიურ, არამედ ყველა სახის საზღვრებს არღვევდა. მე ამ გამოცემის მკითხველი არასდროს ვიქნებოდი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კალაშნიკოვით უნდა გაუსწორებოდნენ რედაქციას ეს უნდა მომხდარიყო ეთიკის და კანონის დონეზე“- აცხადებს თამარ გურჩიანი.

არასმათავრობო ორგანიზაციის წევრი „კურიერთან“ საუბრისას აცხადებს, რომ პარიზში დღეს მსოფლიო ლიდერები და მოქალაქეები არა გამოხატვის შინაარსს, არამედ გამოხატვის თავისუფლებას იცავენ. 

თამარ გურჩიანი მიესალმება ირაკლი ღარიბაშვილის პარიზში ვიზიტსაც. 

გურჩიანი ფიქრობს, რომ ევროპა ამ ტერაქტის შემდეგ არ უნდა დაადგეს ამერიკის გზას. 

"იმედი მაქვს ევროპა არ დაუშვებს შეცდომას და არ დაადგება ამერიკის მიერ უვკე გავლილ გზას. 11 სექტემბრის შემდეგ ამერიკის პოლიტიკა არ იყო სწორი და იმედი მაქვს ევროპა გაანალიზებს იმას, რომ ამერიკული მაგალითით წასვლა არ იქნება სწორი გადაწყვეტილება,"- აცხადებს თამარ გურჩიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები