03 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
მსოფლიო სოლიდარობა ტერორიზმის წინააღმდეგ

ამ დროისათვის პარიზში „ერთიანობის მარში“  კვლავ მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა რომ 4 კილომეტრიანი მსვლელობა 1 საათის წინ უნდა დასრულებულიყო ამ დრომდე გრძელდება. პარიზის ქუჩებში შეკრებილი მოქალაქეები გამოცემა "Charlie Hebdo"-ზე განხორციელებულ ტერორისტულ აქტს გმობენ.

ერთიანის მარშის ეპიცენტრი დილიდან რესპუბლიკის მოედანი იყო. რიგითი მოქალაქეები თავისუფლების სიმბოლოსთან საფრანგეთის დროშებით მსვლელობის დაწყებამდე სამი საათით ადრე შეიკრიბნენ. „შარლი ებდოს“ მხარდამჭერ ლოზუნგებთან ერთად აქციაზე პატრიოტული შინაარსის შეძახილებიც ისმოდა.

პარალელურად მსოფლიო ლიდერებს ელისეს სასახლეში ფრანსუა ოლანდი მასპინძლობდა. დღევანდელი აქციისთვის პარიზში ჩასულმა სტუმრებმა სიმბოლურად შავი ფერის სამოსი შეარჩიეს. ფრანგი ხალხისთვის სოლიდარობის გამოსახატად პრეზიდენტის რეზიდენციაში 50-მდე ქვეყნის მეთაური და პოლიტიკოსები მივიდნენ.

ერთიანობის მარშს მსოფლიო ლიდერებთან ერთად მილიონნახევარი ადამიანი შეუერთდა. მათ აქციაზე გიგანტური ფანქარი მიიტანეს, როგორც სიტყვის თავისუფლების სიმბოლო.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს მუსლიმებმაც, რომელთა ლიდერებმაც ებრაული სათემოს წარმომადგენლებს ხელიც ჩამოართვეს–ეს იყო იმ სოლიდარობის გამოხატულება, რომელსაც დღევანდელი აქცია ეძღვნებოდა.

ერთიანობის მარშისთვის პარიზში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. დილიდან იმ ქუჩაზე სადაც მსვლელობა უნდა გამართულიყო შენობის სახურავებზე სნაიპერები განათავსეს.

სოლიდარობის აქციები პარიზის გარდა გაიმართა მარსელში, ნიცასა და ტულუზაში, სადაც არა ტერორიზმს 600 ათასმა ადამიანმა გამოუცხადა.

 

 

 

ახლა უკვე მსოფლიო მედიის ინტერესი საფრანგეთის სამომავლო პოლიტიკაზეა. კერძოდ რას იზამს ერთ-ერთი უძველესი ქვეყანა შეცვლის თუ არა საფრანგეთი საემიგრაციო პოლიტიკას.

ამ კითხვას პასუხი  სავარაუდოდ  უახლოეს მომავალში გაეცემა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები