03 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
ჰაკერული თავდასხმა "კარფურის" ქართულ საიტზე

ჰაკერული თავდასხმა ჰიპერ მარკეტ "კარფურის" ქართულ ვებგვერდზე. საიტზე შეტევა ორგანიზაცია ახლო აღმოსავლეთის კიბერ არმიამ განახორციელა.

”ჩვენ მუსლიმები ვართ და არავის მივცემთ ნებას დაგვამციროს. ყურანი ჩვენი წიგნია, წყეულიმც იყოს შარლი ებდ,"- ასეთი გზავნილი ორგანიზაციამ 20-ზე მეტ საიტზე დატოვა, რომელთა უმეტესობა ფრანგულია.

”კარფურის” საქართველოს წარმომადგენლობაში კომენტარს არ აკეთებენ. ისინი მომხდარზე მიმდინარე გამოძიების შედეგებს ელოდებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება კომპიუტერულ ინფორმაციასთან არამართლზომიერი შეღწევის მუხლით დაიწყო. კომპანიასთან თანამშრომლობას გეგმავს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოც.

ამავე თემაზე
დღის ამბები