03 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
ფამუქის გასეირნება თბილისში

ორჰან ფამუქის ნამუშევრები 60 ენაზეა ნათარგმნი და მას 11 მილიონი წიგნი აქვს გაყიდული.

მწერალს საქართველოში ის გამომცემლობაც მოინახულა, რომელიც მის ნაწარმოებებს ქართულ ენაზე თარგმნის და გამოსცემს.

თურქმა მწერალმა თბილისის ძველი უბნები დაათვალიერა და ქართული ღვინოც გასინჯა.

ბოლო 5 წელია ახალ რომანზე მუშაობს, რომელსაც  „ჩემი უცნაურობები“ ჰქვია.

ქართველებს ჰპირდება, რომ აუცილებლად დაწერს ფიროსმანზე. მოსწონს მითები და ისტორიები, შესაბამისად გიდს თბილისის დაარსების ამბავი დეტალურად გამოკითხა.

ორჰან ფამუქი აღიარებს, რომ ხანდახან ზედმეტი კრიტიკა მოსდის, თუმცა აქვე განმარტავს, რომ ადამიანის უარყოფითი მხარეები უნდა გამომჟღავნდეს.

ფამუქის გასეირნება თბილისში 3 დღეს გაგრძელდა. მან თბილისს მინი სტამბული შეარქვა. 

P.S.-ის 2014 წლის საუკეთესო სიუჟეტი.

დღის ამბები