03 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
გიორგობა ჰერეთში

ჰერეთში გიორგობას ეთნიკური კუთვნილებისა და რწმენის მიუხედავად გიორგობას ყველა ადგილობრივი ერთობლივად მუსიკითა და სხვადასხვა კერძებით აღნიშნავენ.

დღესასწაულის აღნიშვნა ტრადიციულად ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრისკენ მსვლელობით იწყება.

ტაძრის სრულფასოვნად ამოქმედებაზე შეთანხმება აზერბაიჯანულ მხარესთან ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, თუმცა ადგილობრივ მართლმადიდებლებს უფლება აქვთ წელიწადში 2-ჯერ გიორგობაზე ლოცვა აღავლინონ.

ადგილობრივებისთვის მთავარი-ვიზებთან დაკავშირებული პრობლემების გარდა ისინი საქართველოს მთავრობას ჯანდაცვის საკითხებში დახმარებას, კერძოდ კი ჰერეთის ქართველებისთვის უფასო ან შეღავათიან ფასებში მომსახურებას სთხოვენ. 

P.S.-ის 2014 წლის საუკეთესო სიუჟეტი.

ამავე თემაზე
დღის ამბები