17 მაისი 2024,   13:39
ვრცლად
„როგორც ჩანს დავესწრები" - პრეზიდენტის ანგარიშზე დამსწრე მინისტრთა ნაწილის ვინაობა ცნობილია

დღეს გახდება ცნობილი მინისტრთა კაბინეტის რამდენი წევრი ჩავა ქუთაისის პრეზიდენტის მოსასმენად. ცნობილია, რომ პრემიერმინისტრთან ერთად, 7 აპრილს პარლამენტში იქნებიან დევნილთა და ეკონომიკის მინისტრები.

გიორგი გახარია ამბობს, რომ პრეზიდენტის გამოსვლა მნიშვნელოვანია, შესაბამისად ის პროცესში მონაწილეობას მიიღებს.

პარლამენტში იქნება და დებატებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს სოზარ სუბარიც.

„მე როგორც ჩანს დავესწრები, ეს გუშინ გადაწყდა. არ მგონია დევნილებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მხრიდან რაღაც სათქმელი არსებობდეს, თუმცა შესაძლებელია ოპოზიციამ დასვას გარკვეული კითხვები ან გარკვეული წინადადებები წამოჭრას. ბუნებრივია ჩვენ ამისთვის მზად ვართ,“ - აცხადებს სოზარ სუბარი.

ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა პრეზიდენტის წლიურ ანგარიშს ჯანდაცვის მინისტრი. დავით სერგეენკოს განცხადებით, პარლამენტში წამსვლელი მინისტრების ვინაობა დღის ბოლომდე დაზუსტდება.

„მე რამდენადაც ვიცი, პრემიერმინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებიან. თუ კონკრეტულად რა შემადგენლობა იქნება, ვფიქრობ, რომ დღეს დღის განმავლობაში დაზუსტდება. პარლამენტი არის სწორედ ის ადგილი, სადაც უნდა იყოს დებატები და ეს ალბათ ძალიან კარგია,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ამავე თემაზე
დღის ამბები