03 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
ვაზაგაშვილის საქმის ახალი დეტალები [ფოტო]

ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა. ვაზაგაშვილების ადვოკატისა და დამოუკიდებელი ექსპერტის - მაია ნიკოლეიშვილის მტკიცებით, ზურაბ ვაზაგაშვილი ახლოდან ნასროლი ტყვიით არის მოკლული.

ამის დასადასტურებლად დღეს ოჯახის ადვოკატებმა და დამოუკიდებელმა ექსპერტმა ფოტოსურათები წარმოადგინეს, რომელიც, როგორც მათ განმარტეს, შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გადაიღეს.

„ეს ფოტოები კონფიდენციალურმა წყარომ მოგვაწოდა. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაღებული ფოტოები, თუმცა ის საქმეში გარკვეული მიზეზების გამო არ მოხვდა. ამ სურათებით კი მტკიცდება, რომ ვაზაგაშვილი ახლოდან გასროლით არის მოკლული,” - აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი.

საქმეში აღმოჩენილ ახალ მტკიცებულებებს დღესვე ადვოკატები პროკურატურაში წარადგენენ. 

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ვაზაგაშვილი ე.წ კორტების სპეცოპერაციის დროს სანაპიროზე მოკლეს. 

დღის ამბები