03 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
ორდერის გარეშე ჩხრეკის ჩატარების ინიციატივას ნანა კაკაბაძე მკაცრად აკრიტიკებს

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ჩხრეკის ორდერის გარეშე ჩატარების ინიციატივას მკაცრად აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეს ფაქტი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მიუღებელია.

„როდესაც ხელისუფლება ფიქრობს, რომ პირის სახლში შეღწევა უნდა ხდებოდეს სასამართლოს თანხმობის გარეშე, ეს არ არის დამახასიათებელი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის და უკან გადადგმული ნაბიჯია,” - აღნიშნა კაკაბაძემ.  

კაკაბაძე აცხადებს, რომ მთავრობამ არ უნდა მისცეს ნება სამართალდამცველებს, კრიმინალის წინააღმდეგ ამ ხერხებით იბრძოლონ.

დღის ამბები