22 მაისი 2024,   01:45
ვრცლად
ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი პარტიებსა და არასამთავრობოებთან კონსულტაციებს მართავდა, სამწუხაროდ, მართლდება - კობახიძე

ოპოზიციური პარტიების მიერ საკონსტიტუციო კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება უკვე გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯოდმარემ. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიხუედავად, კომისია ცვლილებებზე მუშაობას გეგმის მიხედვით გააგრძელებს. 

პარალელურად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტის მიერ გამართულ კონსულტაციებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს. საქმე ეხება მისი თქმით, საკონსტიტუციო კომისიაში შემავალ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართულ კონსულტაციებს, რომელიც მიზნად კომისიიდან მათ გასვლას ისახავს. 

კობახიძის თქმით, რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტს აქვს განზრახული კომისიის დატოვება, თუმცა როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, მიუხედავად ამისა, პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ დაიწყო, წარმატებით დასრულდება.

“გავაკეთე რამდენიმე დღის წინ განცხადება პრეზიდენტთან გამართულ კონსულტაციებთან დაკავშირებით. გვქონდა სარწმუნო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი ცალკეულ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართავდა კონსულტაციებს, მათ მიერ კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით.

"სამწუხაროა, რომ ეს სარწმუნო ინფორმაცია მართლდება - რამდენიმე სუბიექტს ჩვენი ინფორმაციით, აქვს განზრახული შესაბამისი გადაწყვეტილების გახმოვანება, თუმცა ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ხელს ვერ შეუშლის იმ სამუშაოს ბოლომდე მიყვანას, რომელიც ჩვენ დავიწყეთ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში და ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ დასახულ მიზანს. იმ მიზანს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაგვისახა და კიდევ ერთხელ, საბოლოოდ შედეგი ამ მუშაობის იქნება ძალიან დახვეწილი კონსტიტუციის შემუშავება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები