08 მაისი 2024,   21:21
ვრცლად
ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი აფეთქება გახდა - კომისიის ახალი დასკვნა

2010 წელს პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი აფეთქება გახდა - ამის შესახებ პოლონური საგამოძიებო კომისიის ახალ დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. 

კომისია ასევე ვარაუდობს, რომ რუსმა დისპეჩერებმა განზრახ შეიყვანეს შეცდომაში პოლონეთის პრეზიდენტის აეროხომალდის მფრინავები, როდესაც თვიმფრინავი სმოლენსკის სამხედრო აეროპორტის დასაფრენ ბილიკს უახლოვდებოდა.

„ტრაგედია აფეთქებამ გამოიწვია, რომელიც თვითმფრინავის შიგნით მოხდა, რამაც საფრენი საშუალება 10 ათასობით ფრაგმენტად დაშალა და მგზავრების სიცოცხლე შეიწირა,“ - ნათქვამია კომისიის პრეზენტაციაში.

ახალი საგამოძიებო კომისია 2015 წელს, მმართველი კანონისა და სამართლის პარტიის მიერ შეიქმნა, რომელსაც ლეხ კაჩინსკის ძმა იაროსლავ კაჩინსკი ხელმძღანელობს 

შეგახსენებთ, რომ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავი 7 წლის წინ მოსკოვთან ახლოს ჩამოვარდა. პოლონეთის პრეზიდენტი, პირველი ლედი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები კატინის ტრაგედიის დროს დახვრეტილი პოლონელების ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, სამგლოვიარო პროცესიაზე მიემგზავრებოდნენ. 

1940 წლის აპრილ-მაისში სტალინის ბრძანებით დახვრეტს 21 857 პოლონელი, ხოლო მათ ოჯახებს გადასახლება მიუსაჯეს. დახვრეტის ერთადერთი მიზეზი იყო ის, რომ ისინი პოლონელები იყვნენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები