03 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
"გზავნილები გია ყანჩელს" - ბოლო სამზადისი კონცერტისთვის

რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე ამ წუთებში გია ყანჩელის კონცერტის გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს.

"გზავნილები გია ყანჩელს," ასე ჰქვია პროექტს, რომელიც დავით მალაზონიამ მოამზადა. საღამო ხვალ საღამოს 19:30-ზე დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებენ: პაატა ბურჭულაძე, ნინო სურგულაძე, ანი კეკუა და კრისტოფ შვაიცერი.

ყანჩელის 12 ლეგენდარული მელოდია რუსთაველის თეატრში ახალი ინტერპრეტაციით აჟღერდება. საღამოს პარტნიორი კომპანია ჯეოსელი, მხარდამჭერი კი სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ია.

დღის ამბები