03 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
„არსებითი ცვლილება ჩხრეკის და ამოღების პროცედურაში არ ხორციელდება,” - მანანა კობახიძე

„არსებითი ცვლილება ჩხრეკის და ამოღების პროცედურაშიარ ხორციელდება,” - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ორდერის გარეშე ჩხრეკის ჩატარების ინიციატივას.

კობახიძის განმარტებით, 2012 წელს განხორციელებული ცვლილება 112-ე მუხლში შეუსაბამო იყო 120-ე მუხლთან, სადაც, მისი თქმით, „სიტყვა დადგენილება ტექნიკურად იყო ჩარჩენილი და ახლა სწორედ ამ სიტყვის ამოღება ხდება.“

„მოხდა დადგენილების გამოტანის ვალდებულების გაუქმება იმ მოსაზრებით, რომ გამომძიებელი ვერ შეძლებდა აუცილებლობის შემთხვევაში მსგავსი გადაწყვეტილების მყისიერად და დაუყოვნებლივ მიღებას,” - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა საკომიტეტო მოსმენების ფორმატში ხვალიდან დაიწყება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები