03 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
გია როინიშვილი თუმანიშვილის თეატრიდან გაუშვეს

გია როინიშვილი თუმანიშვილის თეატრიდან გაუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად მსახიობი ადასტურებს საკუთარი facebook-ის გვერდზე.

როინიშვილი აღნიშნავს, რომ შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მან დღეს მიიღო.

„დღეს შემატყობინეს, რომ სამხატვრო ხელმძღვანელმა ქეთი დოლიძემ ჩემთან ხელშეკრულება არ გააგრძელა იმ მიზეზით, რომ ორი წელი სპექტაკლი არ მითამაშია, ოღონდ თვითონ ამომიღო ყველა მოქმედი სპექტაკლიდან - რა უფლებით? - დღესაც არ ვიცი,” - წერს როინიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გია როინიშვილი თუმანიშვილის თეატრში 30 წელი მუშაობდა. 

დღის ამბები