03 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
ჰაიატ ბუმედიენის ახალი კადრები სტამბულში

სტამბოლის აეროპორტში უსაფრთხოების კამერის მიერ გადაღებული ვიდეო მასალა თურქეულმა გაზეთმა დღეს გაავრცელა. თეთრ ჩადრიანი ქალი, რომელიც კადრებში ჩანს პარიზელი ტერორისტის ამედი კულიბალის პარტნიორი ჰაიატ ბუმედიენია.

26 წლის ბუმედიენს სპეცსამსახური თითქმის ერთი კვირაა ეძებს. გავრცელებული ცნობით ის სტმბოლში მადრიდიდან ჩავიდა. თურქეთის ტერიტორია კი სირიის მიმართულებით 8 იანვარს დატოვა. ოფიციალური ანკარა აცხადებს, რომ მისი ტერაქტებთან კავშირის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.

გავრცელებული ცნობით ძებნილი ქალი სირიაში აქჩაკალეს საგუშაგოდან გადავიდა. მისი მობილური ტელეფონის სიგნალი სპეცსამსახურმა ბოლოს ამ საგუშაგოსთან ახლოს მდებარე სირიულ ქალაქში ტელ აბიადში დააფიქსირა.

საფრანგეთმა კი თავდასხმების შესაძლო გაგრძელების გამო უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერება გადაწყვიტა. ფრანსუა ოლანდის ბრძანებით მთელი ქვეყნის მასშტაბით სამხედროების მობილიზაცია გამოცხადდა. სტრატეგიულ ობიექტებს 10 ათასი ჯარისკაცი დაიცავს. დამატებით 5 ათსი სპეცრაზმელი და სნაიპერი ებრაეულ სკოლებთან განლაგდება.

 

 



ამავე თემაზე
დღის ამბები