15 დეკემბერი 2024,   12:44
ვრცლად
ახლა კომისიის დატოვება ღიმილის მომგვრელია - მამუკა მდინარაძე

საკონსტიტუციო კომისია მომავალ კვირას მუშაობას დაასრულებს. ძირითადი საკითხები პრეზიდენტის არჩევის წესი და საარჩევნო სისტემის ცვლილება, ისევ შეუთანხმებელია.

უმრავლესობა კვლავ არ იზიარებს ოპონენტთა შენიშვნებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად შეიმუშავეს.

„ირიბი არჩევნების თემაზე არის საუბარი, ან პარლამენტი ან წარმომადგენლობითი ორგანო განახორცილებს ასეთი ტიპის არჩევნებს, პრეზიდენტის არჩევნებს რაც შეეხება და პროპორციულ სისტემაზე გადავდივართ, ეს არის ასევე მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების თვალსაზრისით,“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მმართველ პარტიაში კომისიის დატოვების შესახებ ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებასაც აფასებენ და მიაჩნიათ, რომ ეს გაუმართლებელია, მითუმეტეს მაშინ, როცა კომისიამ პრაქტიკულად დაასრულა მუშაობა.

მათი აზრით, ეს კომისიას არ დააზარალებს და არც მის ლეგიტიმაციას დააყენებს ეჭვქვეშ.

„ნამდვილად ღიმილის მომგვრელია ახლა დატოვება კომისიის, როდესაც კომისიამ დაასრულა მუშაობა. აქედან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის მორიგი პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა,“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები