ფხენიანმა შეერთებული შტატებზე იერიშის იმიტირებული ვიდეო გამოაქვეყნა. მუქარის შემცველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი საზეიმო კონცერტზე აჩვენეს, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ყოფილი ლიდერის კიმ ირ სენის 105 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.
კადრებზე ჩანს, რომ ფხენიანის მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ოკეანეს კვეთს და ამერიკის ერთ-ერთ ქალაქს მიწასთან ასწორებს. ბოლო კადრში კი ამერიკის დროშა იწვის.
კორეული მედიის ინფორმაციით, ვიდეორგოლში ფხენიანის ახალი ბალისტიკური რაკეტაა ნაჩვენები, რომელიც 15 აპრილს სამხედრო აღლუმზეც წარადგინეს.
ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ ქვეყანა ფლობს კონტინენტთა შორის ბალისტიკურ რაკეტებს, რომელიც შეერთებული შტატების ტერიტორიაზე იერიშის საშუალებას იძლევა.