საპროტესტო აქციებზე საუბრობრისას, "ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ დემონსტრაციების ორგანიზატორებს თავადვე აერიათ გეგმები. უმრავლესობაში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლის მიზეზი რეალურად არ ჰქონდათ.
"თავიდანვე ვინც იყვნენ აქციის ორგანიზატორები, სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიის ლიდერები, მათი საგარეო მხარდამჭერები - მათ თვითონ აერიათ მიზნები და ამოცანები, თუ რას უნდა მიაღწიონ. ამ აქციაზე მთავარი აღმოჩნდა ის აგრესიული ჯგუფი, რომლებსაც ამოცანად ჰქონდათ რომ განეხორციელებინათ ესკალაცია და შემდეგში ეს ყველაფერი ე.წ. მაიდანიზაციამდე უნდა მისულიყო. ყველამ დაინახა, რომ ეს უპერსპექტივოა და საქართველოში ვერ და არ შედგება,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.