12 დეკემბერი 2024,   10:34
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე, პროტესტის მე-14 ღამე მშვიდობიანად დასრულდა

რუსთაველის გამზირზე, პროტესტის მე-14 ღამე მშვიდობიანად დასრულდა. დემონსტრანტებმა ტერიტორია ღამის პირველი საათისთვის დატოვეს. მალევე ადგილზე დასუფთავების სამსახური მივიდა, აღდგა საავტომობილო მოძრაობაც.

წინა რამდენიმე ღამის მსგავსად, დემონსტრაციამ რუსთაველის გამზირზე ამჯერადაც მშვიდად ჩაიარა. სამართალდამცველებს სპეციალური ღონისძიებები არ გამოუყენებიათ. დედაქალაქის ცენტრში შეკრება დემონსტრანტებმა ტრადიციულად საღამოს 7 საათისთვის დაიწყეს. აქციას საჯარო სექტორში დასაქმებული ყოფილი და მოქმედი პირების ნაწილიც შეუერთდა. ისინი თავდაპირველად რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, რის შემდეგაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მსვლელობით გადაინაცვლეს.

დღის ამბები