12 დეკემბერი 2024,   10:22
ვრცლად
"ეს არის ხელისუფლებისთვის ერთგვარი მაშველი რგოლი რომ მაღალი დონის მედიაციის მეშვეობით დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიული განვითარების ფარგლებში"- დიმიტრი ცქიტიშვილი მაკრონის ზარზე

მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ემანუელ მაკრონის სატელეფონო ზარი ბიძინა ივანიშვილთან უკვე მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების საგანია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე დასაბრუნებლად, ეს ფაქტი ხელისუფლებისთვის მაშველი რგოლია და იმედს გამოთქვამენ, რომ ხელისუფლება მას გამოიყენებს.

"ეს არის ხელისუფლებისთვის ერთგვარი მაშველი რგოლი რომ მოეგოს გონს, გადადგას ნაბიჯები და მაღალი დონის მედიაციის მეშვეობით დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიული განვითარების ფარგლებში. რამდენად გაითვალისწინებს, ან ყურად იღებს მაკრონის რეკომენდაციებს და შეთავაზებებს "ქართული ოცნება" არ ვიცი. სიმართლე გითხრათ მე ამაში ეჭვი მეპარება,"- აცხადებს პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი.

მაკრონმა წუხილი გამოთქვა საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და მის სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა. საფრანგეთის პრეზიდენტმა მოწოდებაც გააკეთა - შედგეს ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთან.

 

 

 

 

დღის ამბები