03 ოქტომბერი 2024,   10:19
ვრცლად
მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცველებმა მტკვარზე, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. ბრაკონიერებმა თევზი აკრძალული თევზსაჭერი მოწყობილობით მოიპოვეს.

არსებული ინფორმაციით უკანონო თევზჭერის შედეგად მოქალაქემ 24 კილოგრამი თევზი მიისაკუთრა. მოქალაქეს როგორც უკანონო თევზსაჭერი მოწყობილობა ასევე მოპოვებული თევზი სრული ოდენობით ჩამოერთვა. 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის დათვლა. არსებული მასალები რეაგირებისთვის გადაიგზავნება შესაბამის უწყებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები