17 მაისი 2024,   09:46
ვრცლად
2008 წელს სააკაშვილმა მოახერხა გადაეფარა პეკინის ოლიმპიადა, ჩვენ აღარ გვინდა ასეთი გადაფარვები-სოზარ სუბარი რუსულ ანექსიაზე საუბრობს

რუსეთის მთავარ მიზნად ოკუპირებული ტერიტორიების სრულ ანექსიას მიიჩნევენ საქართველოს მთავრობაში და აცხადებენ, რომ შექმნილ ვითარებაში ბრძოლის ერთადერთი საშუალება საქართველოს გაძლიერებაა.

საქართველოსთან მიმართებაში კრემლის დესტრუქციულ პოლიტიკაზე საუბრობს დევნილთა მინისტრი. სოზარ სუბარი ამბობს, რომ რუსეთთან დაპირისპირების ერთადერთი გზა არის ქართული სახელმწიფოს განვითარება. სუბარი 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდსაც იხსენებს.

„2008 წლის აგვისტოში  მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა, რომ გადაეფარა მსოფლიოსთვის 4 წელიწადში ერთხელ ყველაზე დიდი მოვლენა რაც არის, პეკინის ოლიმპიადა. ჩვენ აღარ გვინდა ასეთი გადაფარვები, აღარ გვინდა ასეთი კაშკაში. ჩვენ გვინდა განვავითაროთ სახელმწიფო,“-აცხადებს სუბარი.

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე კი არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე მოუწოდებს მთავრობას შეიქმნას სტრატეგიული დოკუმენტი, სადაც ამ პრობლემასთან დაკავშირებით ერთიანი ხედვა იქნება წარმოდგენილი.

„რუსეთის პოლიტიკა საქართველოში და ზოგადად რეგიონში, იქნება ეს უკრაინა საქართველო თუ სხვა, არის მიმართული ამ ქვეყნების ტერიტორიების ანექსიისკენ. ძალიან მნიშვნელოვანია იქნება ეს პასპორტიზაციის თემა თუ რკინიგზის თემა სწორედ ამ პოლიტიკის ჭრილში განვიხილოთ.

საქართველომ როგორც სახელმწიფომ დაუპირისპიროს რუსეთის აგრესიას ერთიანი მიდგომა, რომელიც სწორედ პრეზიდენტის ინიციატივით უნდა იყოს ერთიანი ეროვნული უშიშროების სტრატეგიის ხედვის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით,“-განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

 

დღის ამბები