17 მაისი 2024,   10:09
ვრცლად
"ინიციატივა პრორუსული პროპაგანდის წინააღმდეგ"-"გამჭვირვალობის" საკანონმდებლო ინიციატივა

ინიციატივა პრორუსული პროპაგანდის წინააღმდეგ - ახალი საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს დღეს საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო მიმართავს.

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ აუცილებელია აიკრძალოს ისეთი სახის წინასაარჩევნო რეკლამა და აგიტაცია, რომლის მიზანიც რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპაციის ლეგიტიმაციაა და ამ მხრივ კანონში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ.

„კანონში არსებობს ხარვეზი, რადგან იკრძალება მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო პროგრამა, რომელიც რისკებს შეიცავს, თუმცა არ იკრძალება წინასაარჩევნო აგიტაცია. რა საკვირველია სრულად ვერ მოგვარდება პრობლემა, თუმცა ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ ვებრძოლოთ პრორუსულ პროპაგანდას საქართველოში,“-განაცხადა ლიკა საჯაიამ.

დღის ამბები