03 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
სტეფანწმინდა-ლარსის მიმართულებით საგზაო მოძრაობა აღდგენილია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-ლარსის გზის იმ მონაკვეთზე, სადაც დიდთოვლობის გამო მიმოსვლა 6 იანვრიდან აკრძალული იყო, მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ორმხრივად აღდგა.  

ამჟამად გზაზე კობის მხრიდან გუდაურის მიმართულებით ჩარჩენილ ტრაილერებს უშვებენ.

"როგორც კი ეს მონაკვეთი გათავისუფლდება ავტომობილების ამ ნაკადისაგან, ჩვეულებრივად განახლდება მოძრაობა რუსეთის მიმართულებით,“ - განმარტა საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯემალ მამუცაშვილმა.

აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას საავტომობილო გზების დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები