03 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
პარიზში ტერორისტული აქტების დროს დაღუპულ პოლიციელებს კრძალავენ

საფრანგეთში ტერაქტის დროს დაღუპულებს ემშვიდობებიან. ცერემონია ელისეს სასახლის ეზოში მიმდინარეობს.

სამგლოვიარო ცერემონიალს მინისტრებთან ერთად  ქვეყნის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრება.

ცერემონიალს მონაწილეობას ღებულობენ სამართალდამცავებიც.

ჟურნალ შარლი ებდოს რედაქციაზე მომხდარ თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა.

4 ადამიანი დაიღუპა ქაშერული პროდუქციის სუპერმარკეტში, სადაც ერთ–ერთი ტერორისტი შეიჭრა და რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა.

თავდამსხმელის მიერ მოკლული 4 მძევალი დღეს ისრაელში გადაასვენეს. მათი დაკრძალვის ცერემონია იერუსალიმში გაიმართა.

ამავე თემაზე
დღის ამბები