03 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
მორიგი ტერორისტული მუქარა საფრანგეთის მიმართ

ალ ქაიდას აფრიკული ფრთა საფრანგეთს მორიგი თავდასხმებით ემუქრება. ტერორისტულმა ქსელმა მორიგი განცხადება გაავრცელა ჯიჰადისტების საიტზე, რომელშიც ნათქვამია, რომ საფრანგეთი მუსლიმანურ ქვეყნებში ძალადობისთვის საფასურს იხდის.

"სანამ ფრანგ ჯარისკაცებს ოკუპირებული აქვთ მალი, ბომბავენ ჩვენს ხალხს ერაყსა და სირიაში, ხოლო მისი უსამართლო მედია აგრძელებს ჩვენი წინასწარმეტყველის განადგურებას საფრანგეთი უარესს უნდა ელოდოს“– ნათქვამია ტერორისტების განცხადებაში. მათი მორიგი მუქარა „შარლი ებდოს“ ახალი ნომრის გამოშვებას დაემთხვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები