03 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
"ჯავახიშვილის ქუჩის აღდგენას ორი-სამი თვე დასჭირდება"-დავით ნარმანია

თბილისის მერი აცხადებს, რომ ყოფილი ელბაქიძის დაღმართზე პირველადი სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია, თუმცა სრულმასშტაბიანი აღდგენითი სამუშაოების წარმოება ვერ ხერხდება, ვიდრე არ განხორციელდება მომსახურების შესყიდვა. დავით  ნარმანიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჯავახიშვილის ქუჩის დაზიანებული საგზაო მონაკვეთის აღდგენას ორი-სამი თვე დასჭირდება

„დავიწყეთ პირველადი სამუშაოები შესაბამის კომპანიებთან ერთად, რომლებსაც გააჩნიათ ამ ტერიტორიაზე კომუნიკაციები. დღესვე, საკრებულო განიხილავს მომსახურების გამარტივებული შესყიდვის საკითხს, რათა სწრაფად დავიწყოთ აღდგენა უახლოეს დღეებში. თუმცა არც ისე მარტივი საინჟინრო მონაკვეთია და შესაბამისად, სამუშაოების წარმოებას ალბათ ორი-სამი თვე დასჭირდება, რომ ზამთრის სეზონისთვის სრულად იქნას მოძრაობა აღდგენილი,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დღის ამბები